воскресенье, 11 ноября 2018 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს გამოვაქვეყნე ჩემი პროექტის პორტფოლიო ბლოგზე. წარვუდგინე ჯგუფის წევრებს, მივიღე ბევრი დადებითი კომენტარი და ემოცია, რომელმაც ძალიან წამახალისა და გამახარა.
შემდგომშიც, ვეცდები, განვახორციელო ბევრი საინტერესო და კარგი პროექტი.
მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, დროული და კარგი ტრენინგისათვის.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

суббота, 10 ноября 2018 г.

ტრენინგის მერვე დღე

ვიმუშავე ფასილიტაციის მასალებზე, მოვამზადე პრეზენტაცია.
ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის დასრულებაზე.
მოვამზადე პორტფოლიო გამოსაქვეყნებლად. 

воскресенье, 4 ноября 2018 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების სქემაზე და ვიმსჯელეთ ჯგუფის წევრებთან.ასევე გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ნიმუშებს.

суббота, 3 ноября 2018 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს დავიწყე მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციაზე მუშაობა. ტრენერის დახმარებით მოვიძიე ქართველი და უცხოელი პედაგოგების მიერ შექმნილი პრეზენტაციის მასალები და დავიწყე მუშაობა პრეზენტაციის მასალებზე. 

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია


воскресенье, 21 октября 2018 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეგო საკუთაი პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის ფორმების შესახებ. განვიხილეთ სასარგებლო ვებგვერდების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდების გზები;
გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიოს პრეზენტაცია ბლოგზე.