კვლევა














          
                    პედაგოგიური  პრადა ლიტერატურა





კლასი: 
IV 


კვლევაზე მუშაობის პერიოდი: 2018-2019სასწ. წ. II სემესტრი

გაწეული დახმარებისთვის და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს და მოსწავლეებს
                

                                   ოზურგეთი 201




                                         სარჩევი

თავფურცელი-------------------------------------------------------------------------------------------------1
სარჩევი..............................................................................................................................................................2
შესავალი..........................................................................................................................................................3
პრობლემის აქტუალობა................................................................................................................................3
სარგებელი მოსწავლისთვის/ჩემთვის/კოლეგებისთვის........................................................................4
ლიტერატურის მიმოხილვა 4
საკვლევი პრობლემა 5
მიზანი..................................................................................................................................................................6
კვლევის ამოცანები 6
საკვლევი კითხვა 6
ჰიპოთეზა 7
საკვლევი საკითხები 7
კვლევის გეგმა 8
მონაცემთა ანალიზი 8
კვლევის მიგნებები 12
შესაძლო ინტერვენციები 14
განხორციელებული ინტერვენციები 15
ინტერვენციის შეფასება 19
დასკვნა 22
რეკომენდაციები 23
რეფლექსია 24
ბიბლიოგრაფია 27










შესავალი
 სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება -გააზრება და გადმოცემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მოსწავლის  განვითარებაში. მოსწავლემ უნდა შეძლოს, ამოიცნოს ტექსტში მოცემული კონკრეტული ინფორმაცია, დაახარისხოს იგი კონკრეტულ ნიშან-თვისებათა მიხედვით. იმსჯელოს მხატვრულ ნაწარმოებში ასახულ ამბავზე, პერსონაჟებზე და შეძლოს თანამიმდევრულობის დაცვით გადმოსცეს ტექსტის შინაარსი. შეძლოს არამხატვრული ტექსტების შინაარსის გადმოცემა ლოგიკური ხაზის დაცვით. შინაარსის გადმოცემისას ერთმანეთს შეანაცვლოს თხრობა და აღწერა. ტექსტის გაგებასთან დაკავშირებით ყველაზე  გავრცელებული წარმოდგენა ასეთია თუ სიტყვები იცი ,წინადადებებსაც  გაიგებ. რასაკვირველია სიტყვების გაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გაგება -გააზრების პროცესში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. კითხვა გააზრების გარეშე კითხვა არ არის. წაკითხვისა და გააზრების პროცესები მჭიდროდაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ერთდროულად მიმდინარეობს. ცნობილია რომ ტექსტის გაგება-გააზრებაზე  ორიენტირებული მკითხველები იყენებენ გააზრების სტრატეგიებს , ესენია : შეკითხვების დასმა და პასუხების ძიება, ტექსტის სტრუქტურაზე დაკვირვება, შეჯამება, წარმოსახვაში გაცოცხლება , ტესტირება ,გაგების მონიტორინგი და სხვა.
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უჭირს სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგება-გააზრება, ინფორმაციის დახარისხება, რაც ხელს უშლის კითხვის სწავლება-სწავლის ძირითადი კომპონენტის  სრულად ათვისებას.
პრობლემის აქტუალობა
პრობლემა აქტუალურია ვინაიდან ტექსტის მოსმენა გაგება-გააზრების მიმართულებით არსებული პრობლემა ხელს უშლის კითხვის სწავლება-სწავლის  კომპონენტის სრულად ათვისებას. მსგავსი პრობლემა არა მარტო IV კლასში იჩენს თავს, არამედ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილში.
ჩემი კვლევის მიზანი სწორედ საკუთარი მოსწავლეების მაგალითზე, IV კლასის მოსწავლეებში სტანდარტით განსაზღვრულ სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება-გააზრებისას წამოჭრილი სირთულეების გამოკვლევა და მათი დაძლევის ეფექტური  სტრატეგიების შერჩევა და რეკომენდაციების შემუშავება იყო.
პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ განხორციელებული ინტერვენციების შედეგების გაანალიზების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების და ტექსტთან დაკავშირებული მითითებების სრული დაცვის მიხედვით მოსწავლეები უკეთ  შეძლებენ ტექსტის გაგება-გააზრებას.


სარგებელი მოსწავლეებისთვის, ჩემთვის და კოლეგებისათვის
·                  კვლევის შედეგები მე, როგორც პედაგოგს დამეხმარება სტანდარტით განსაზღვრული„ სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვისას სტრატეგიების სწორად შერჩევაში, რომელებიც უზრუნველყოფენ ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებას.
·                  დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციის საფუძველზე ჩამოყალიბებული რეკომენდაციების რეგულარულად განხორციელება მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს ისეთ თვისებებს, რომლებიც მათ დაეხმარება სტანდარტით განსაზღვრული ტექსტების უკეთ გაგება-გააზრებას, რაც მნიშვნელოვნად  გაზრდის ჩემი მოსწავლეების სასწავლო წარმატებებს.
·                  ჩემს მიერ განხორციელებული კვლევა კოლეგებს დაეხმარება მსგავსი ტიპის პრობლემის საკუთარ მოსწავლეებთან მიმართებაში სწორად დანახვაში და დაძლევაში.


ლიტერატურის მიმოხილვა

ამ თავში მიმოვიხილავ სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება-გააზრების უნარის უკეთ ჩამოყალიბების მიზნით არსებულ ლიტერატურას. საკვლევი თემის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის შემდეგ მნიშვნელოვნად ჩავთვალე გავცნობოდი და შემესწავლა სხვადასხვა ნაშრომი და კვლევა.
პირველ რიგში გამოვიყენე ეროვნული სასწავლო გეგმა ქართული დაწყებითი IV კლასი II. სადაც ნათლადაა განსაზღვრული მიზანი და წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები.
გავეცანი სასწავლო -მეთოდოლოგიური რესურსების კრებულს , „კარგი სკოლა“, რომელმაც საშუალება მომცა შემეგროვებინა კვლევისთვის საჭირო მასალა,
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ მასალაში (წიგნიერება PIRLS 2006 საქართველოში, ია კუტალაძე 2008) ავტორი გვაძლევს  რჩევებს და რეკომენდაციებს დაწყებითი კლასის მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს კითხვის მოქნილობას, კითხვის მოქნილობა გულისხმობს ტექსტის ზუსტად და სწრაფად წაკითხვას. ამ უნარის მქონე მკითხველს ადვილად შეუძლია წაიკითხოს სიტყვა და მაშინვე გაიგოს მისი მნიშვნელობა. იგი არ არის კონცეტრირებული სიტყვების დეკოდირებაზე, მას ადვილად შეუძლია აზრობრივი კავშირის დამყარება ტექსტის სხვადასხვა ნაწილებთან.
          



გამოყოფენ კითხვის მოქნილობის გასაუმჯობესებელ სტრატეგიებს
1)               ხმამაღალი განმეორებითი კითხვა.
2)               ჩუმი კითხვა „ თავისთვის“

აუცილებელია გვესმოდეს რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რისთვის. შესაბამისად თუ ტექსტის გააზრებას ვასწავლით, მაშინ ჩუმი კითხვის ტექნიკა უნდა გამოვიყენოთ  და თუ გააზრებულის გადაცემას ვასწავლით  მაშინ ხმამაღალი განმეორებითი კითხვის ტექნიკა უნდა გამოვიყენოთ, ანუ საკითხი დგას ასე, ან ჩუმი კითხვის უნარის განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ -  ასეთ შემთხვევაში მოსწავლე სწავლობს შინაარსის გააზრებას, ან ხმამამაღალი კითხვის უნარის განვითარებაზე,- ასეთ შემთხვევაში, მოსწავლე სწავლობს შინაარსის გააზრებას მის კონსტრუირებას. ასებ რომ ორივე სტრატეგია აუცილებელი და მნიშვნელოვანია კითხვის ტექნიკის დაუფლებაში.    
გარდა მოცემული ლიტერატურისა გავეცანი მსგავსი ტიპის კვლევებს, კერძოდ დაწყებითი კლასის მასწავლებლების  ნინო  ვაშალომიძის და ეკატერინე არუსიას კვლევებს,  რომელშიც ნათლად და მკაფიოდ არის გააზრებული და გადმოცემული პრობლემები  და მისი აღმოფხვრის გზები.


საკვლევი პრობლემა

გარკვეული წლებია ვმუშაობ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად, ჩემი მუშაობის პერიოდში ხშირად მქონია პრობლემა მოსწავლეებში სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება-გააზრებასთან დაკავშირებულ სირთულეებთან, ჩემი მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უჭირს სტანდარტით განსაზღვრულ სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება -გააზრება, გადმოცემა. რაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ქმნის პრობლემას. მოსწავლეებს უჭირთ ტექსტების სწავლის ძირითადი კომპონენტების სრულად ათვისება. საკითხი საკმაოდ აქტუალურია. ხშირად ვიკრიბებით პედაგოგები და ვსაუბრობთ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე. სწორედ ეგ იყო მიზეზი ჩემს საკვლევ თემად ამერჩია „სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება -გააზრების უნარის გაუმჯობესება მეოთხე კლასში.


მიზანი  
 კვლევის მიზანს წარმოადგენს: IV კლასის მოსწავლეებში სტანდარტით განსაზღვრულ სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება -გააზრებისას წამოჭრილი  სირთულეების გამოკვლევა და მათი  დაძლევის ეფექტური სტრატეგიების შერჩევა, რომლებიც გააუმჯობესებენ ჩემი მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს.


ამოცანები
·                  სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება-გააზრებისას წამოჭრილი პრობლემის დადგენა.
·                  პრობლემის აღმოფხვრის გზების ძიება.
·                  შერჩეული სტრატეგიების  დაგეგმვა და მათი პრაქტიკაში გამოყენება , მონაცემების შეგროვება და ეფექტურობის შეფასება.
·                  კვლევის ძირითადი მიგნებების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება სხვადასხვა ტიპის ტექსტების უკეთ გაგება-გააზრებაში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აკადემიური დონის ამაღლებას.



საკვლევი კითხვა

რამდენადაა გამოკვეთილი ჩემს მოსწავლეებში სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგება-გააზრებისას  არსებული პრობლემები და რა არის ამ  პრობლემის   გამომწვევი მიზეზები, რომელი აქტივობები დამეხმარება პრობლემის აღმოფხვრაში.
   
ჰიპოთეზა
 რაც უფრო თვალსაჩინოს და ხატოვანს გავხდით  შესასწავლ თემას და მეტად ჩავრთავ სასწავლო პროცესში ვიზუალურ სქემებსა და გრაფიკულ მაორგანიზებელ ცხრილებს მით უკეთ შეძლებენ მოსწავლეები ტექსტის გაგება -გააზრებას.

საკვლევი საკითხები
ამ თავში განვიხილავ საკვლევ საკითხსა და ქვეკითხვებს, რომლებიც დამეხმარება  საკვლევი თემის  უკეთ წარმოჩენაში. ჩემი კვლევის მთავარი კითხვაა რამდენადაა გამოკვეთილი ჩემს მოსწავლეებში სხვადასხვა  ტიპის ტექსტის გაგება -გააზრებისას არსებული პრობლემები და რა არის ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები?
ჩემს მიერ გამოკვეთილი პრობლემის მიზეზის დადგენაში და ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემაში დამეხმარება შემდეგი ქვეკითხვები:
·                  სათანადოდ ფლობენ თუ არა მოსწავლეები კითხვის ტექნიკას?
·                  ადვილად აღიქვამენ თუ არა ტექსტში არსებულ ახალ ლექსიკურ ერთეულებს?
·                  შეესაბამება თუ არა მიწოდებული ტექსტი მოსწავლეთა ასაკს და ინტერესებს?
·                  ფლობენ თუ არა მოსწავლეები კითხვის სტრატეგიებს?



კვლევის გეგმა

კვლევის პროცესში მონაცემთა შეგროვების მიზნით მეთოდებად გამოვიყენე დაკვირვება, კერძოდ ჩართული დაკვირვება, ინტერვიუ,  ფოკუსჯგუფი. პრობლემის გადასაჭრელად პირველ ეტაპზე გამოვიყენე უბრალო დაკვირვება წინასწარ შემუშავებული დაკვირვების რუბრიკების საშუალებით შორიდან ვაკვირდებოდი, თუ როგორი განწყობით მუშაობდნენ მოსწავლეები მხატვრულ და საინფორმაციო ტექსტზე. ხოლო შემდეგ გამოვიყენე ჩართული დაკვირვება, რომლის საშუალებითაც გავერკვიე რაზე უნდა გამეკეთებინა ფოკუსირებული დაკვირვება. ფოკუსირებული დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, თუ როგორი ინტერესით კითხულობდნენ ისინი მხატვრულ,  თუ  საინფორმაციო ტექსტებს და რომელ  ტექსტზე  მუშაობა უჭირდათ უფრო მეტად.
დაკვირვებამ გასტანა რამდენიმე კვირა, შევარჩიე რამდენიმე მხატვრული და საინფორმაციო ტექსტი ვინიშნავდი დაკვირვების შედეგებს. რაოდენობრივ მონაცემებს წარმოგიდგენთ ქვემოთ.
ინტერვიუ დიალოგის თანამედროვე ფორმაა, IV კლასებთან იგი გამოვიყენე დამატებითი ინფორმაციების მოძიების მიზნით, კარგი შედეგი გამოიღო ჩემს მოსწავლეებთან ინტერვიუმ, პირველივე წუთიდან მოვიპოვე მათი ნდობა ავუხსენი თუ რისთვის მჭირდებოდა მათგან ინტერვიუს აღება.
·                  რომელი სახის ტექსტი მოსწონდათ ( საინფორმაციო, თუ მხატვრული)? 
·                  რატომ იყო მათთვის უფრო საინტერესო მხატვრული ტექსტი?
·                  რა უშლიდათ ხელს ტექსტის გააზრებაში?
·                  იყო თუ არა მათთვის საინტერესო  მიწოდებული ტექსტები ?
·                  აკმაყოფილებდა თუ არა მოთხოვნებს მიწოდებული ტექსტები?
მოცემულ შეკითხვებს მოსწავლეებმა წერილობით გასცენ პასუხი. ზოგიერთ რამეში მათ არ ვეთანხმებოდი მაგრამ მათი აზრი ჩემთვის მისაღები იყო. ინტერვიუს ბოლოს მადლობა გადავუხადე ჩემს მოსწავლეებს კვლევაში დახმარებისათვის .
ფოკუსჯგუფი
ჯგუფური ინტერვიუ გამოვიყენე დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან. ფოკუსჯგუფის განსახილველი თემა იყო IV კლასში ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესება. მასწავლებლებმა გულახდილად  ისაუბრეს ტექსტის გაგება -გააზრებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. ყველა მასწავლებელს მიეცა საშუალება, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება, ისინი განსაკუთრებული გულახდილობით საუბრობდნენ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში , გამოიკვეთა გაგება-გააზრების ახალი სტრატეგიები და მეთოდები, რომელიც შემდგომში გამოვიყენე ჩემი კვლევის სწორად წარმართვაში.

მონაცემთა ანალიზი
კვლევას ვაწარმოებდი სხვადასხვა მიმართულებით შევეცადე ყველა მხარის მოსაზრება გამომეყენებინა საკვლევი თემის პრობლემის ღრმად შესასწავლად.
მასწავლებელთა ფოკუსჯგუფის მიერ მოწოდებული ინსტრუქციებია , რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს ისეთი სტრატეგიების გამოყენება როგორიცაა:  ვიზუალიზება, შეჯამება, მთავარი იდეის გამოკვეთა, ტექსტის ნაწილებს შორის მიმართებების  დადგენა, სხვადასხვა დონის კითხვების დასმა, დასკვნების გაკეთება, ვარაუდების გამოთქმა და სხვა. ტექსტის გაგება-გააზრების წარმოდგენილ სტრატეგიებს როგორ იყენებენ მოსწავლეები პრაქტიკულ საქმიანობაში, სირთულეების გადასაჭრელად. შევეცადე მათი რჩევები, მოსაზრებები გამეთვალისწინებინა ჩემი კვლევის წარმართვის პროცესში.   შეკითხვებზე პასუხის გაცემამ გვიჩვენა , რომ მოსწავლეებს უფრო უჭირთ საინფორმაციო ტექსტების შესწავლა, ვერ ახერხებენ ტექსტის გააზრებას, ისინი ფაქტობრივ ინფორმაციას თავს ადვილად ართმევენ, მაგრამ უჭირთ დაფარული სახით მიწოდებული  ინფორმაციის გამოცნობა.
საკვლევი თემის განსაზღვრის შემდეგ გადავწყვიტე დასმული პრობლემის ღრმად შესწავლა. ამ მიზნით შევქმენი სკრინინგ ტესტები და დავიწყე დიაგნოსტიკური ტესტირება, რომელიც ვაწარმოე ორი მიმართულებით:
1.მოსწავლის მიერ მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების უნარი.
2. მოსწავლის მიერ საინფორმაციო ტექსტის გაგება- გააზრების უნარი.
ვაკვირდებოდი 6 მოსწავლეს მონაცემების შეგროვების საწყის ეტაპზე შევიმუშავე შეფასების კრიტერიუმები, შევადგინე დაკვირვების ცხრილები.
პატარა მკითხველები გაგება-გააზრების უნარს ადვილად და სწრაფად  თავისთავად ვერ  ეუფლებიან. ამიტომ გადავწყვიტე ტესტირების მეშვეობით გამერკვია, თუ რა დონეზე შეუძლიათ  მათ  ტექსტის გაგება- გააზრება.
კვლევა წარვმართე შემდეგი მიმართულებით, მაგალითად მოსწავლეებს მივაწოდე ერთი მხატვრული ( თხრობითი) და ერთი საინფორმაციო ტექსტის ტესტი თავისი შეკითხვებით. მაინტერესებდა იგებდნენ თუ არა ტექსტს და კვლევა ვაწარმოე ამ მიმართულებით:
მოსწავლემ შეძლო წაკითხული ტექსტის გაგება - გააზრება.
მოსწავლეებისათვის  გავამზადე ერთი მხატვრული და ერთი საინფორმაციო ტექსტის ტესტი.
თითოეული ტესტი შედგებოდა ათი კითხვისაგან ,თითოეულ კითხვას მივანიჭე თითო ქულა, მოსწავლეებს უნდა შემოეხაზათ შინაარსობრივად სწორი პასუხები.
9-10 სწორი პასუხი ნიშნავს წარმატებულს.
8-7 სწორი პასუხი ნიშნავს კარგს.
6-5 სწორი პასუხი დამაკმაყოფილებელს.
5-ს ქვემოთ არადამაკმაყოფილებელს.






შეგროვილი ინფორმაციის შეჯერებისა და პროცენტულ მაჩვენებლებში გადაყვანის შემდეგ მივიღე შემდეგი სურათი:
წარმატებული- 1 მოსწავლე-17%
კარგი -2 მოსწავლე-  33%
დამაკმაყოფილებელი-3 მოსწავლე-  50%











შეგროვილი ინფორმაციის შეჯერებისა და პროცენტულ მაჩვენებლებში გადაყვანის შემდეგ მივიღე შემდეგი სურათი:
წარმატებული- 1 მოსწავლე-20%
კარგი -1 მოსწავლე-  20%
დამაკმაყოფილებელი-4 მოსწავლე-  60%

მიღებულმა შედეგებმა,  არც თუ ისე სახარბიელო შედეგები მიჩვენა ,ამიტომ გადავწყვიტე შემემოწმებინა ფლობდნენ თუ არ მოსწავლეები კითხვის გაგება-გააზრების სტრატეგიებს და  შევარჩიე რამდენიმე აქტივობა. ამათგან, ერთ-ერთ აქტივობაზე,  „კომიქსზე“ ჩავატარე კვლევა, იგი ძალზე ეფექტური საშუალებაა, იმისათვის რომ, მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის გააზრება თავიანთი შემოქმედებითი უნარების  აქტიური გამოყენებით. შევარჩიე თემა, რომელიც მათ აინტერესებდათ. თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე ფურცლები, რომელშიც ჩახატული იყო სურათები. მოსწავლეებს უნდა შეევსოთ დიალოგური ბუშტები, სადაც უნდა ჩაეწერათ შესაბამისი ფრაზები.
დაკვირვების შედეგად გამოვლინდა : ზოგიერთმა მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი, ზოგიერთმა კარგად  და ზოგიერთმა დამაკმაყოფილებლად.



შეგროვილი ინფორმაციის შეჯერებისა და პროცენტულ მაჩვენებლებში გადაყვანის შემდეგ მივიღე შემდეგი სურათი:
წარმატებული- 2  მოსწავლე- 33%
კარგი -3 მოსწავლე-  50%
დამაკმაყოფილებელი- 1 მოსწავლე-  17%


კვლევამ აჩვენა რომ, ზოგიერთ მოსწავლეს უჭირს კითხვის სტრატეგიების გამოყენება და ამიტომ საჭირო იყო შესაბამისი ინტერვენციის  დაგეგმვა.


კვლევის მიგნებები

მონაცემთა ანალიზის  შედეგების  გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება.
·                  მოსწავლეებისთვის უფრო ადვილი და გასაგები იყო მხატვრულ ტექსტზე მუშაობა, ვიდრე საინფორმაციო ტექსტებზე.
·                  მოსწავლეთა ნაწილი სათანადოდ ვერ იყენებს ტექსტის გაგება-გააზრებისას კითხვის სტრატეგიებს .
·                  საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებისას მოსწავლეებს უჭირთ  ტექსტში დაფარული სახით არსებული ინფორმაციის გაგება-გააზრება.
მოსწავლეებისთვის უფრო ადვილი და გასაგები იყო მხატვრულ ტექსტებზე მუშაობა,  ვიდრე საინფორმაციო ტექსტზე.
მოსწავლეებთან ჩატარებული გამოკითხვით გასაგები გახდა , რომ მოსწავლეებს უფრო უადვილდებათ მხატვრულ ტექსტზე მუშაობა, ვიდრე საინფორმაციო ტექსტზე.
მოსწავლეთა ნაწილი სათანადოდ ვერ იყენებს ტექსტის გაგება -გააზრებისას კითხვის სტრატეგიებს
ჩატარებული კვლევის შედეგად აქტივობამ- „კომიქსი“, რომლის მიზანია  მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის გააზრება და თავიანთი შემოქმედებითი უნარების აქტიური გამოყენება, გამოირკვა , რომ მოსწავლეთა ნაწილს უჭირს კითხვის სტრატეგიების სათანადოდ გამოყენება.
საინფორმაციო ტექსტებში გაგება-გააზრებისას მოსწავლეებს უჭირთ ტექსტში დაფარული სახით ინფორმაციის  გაგება-გააზრება.
კვლევამ ,რომელიც ჩავატარე საინფორმაციო და მხატვრული ტექსტების გაგება-გააზრებაზე აჩვენა, რომ  საინფორმაციო ტექსტის ტესტის პასუხები პროცენტულად შედარებით  უფრო დაბალი იყო, ვიდრე მხატვრული ტექსტისა.
დადებითი-ტექსტის გააზრებისას შეუძლიათ ტექსტში ფაქტობრივი ინფორმაციის გაგება.
უარყოფითი-ტექსტის გააზრებისას მოსწავლეთა ნაწილს უჭირს ტექსტში  დაფარული სახით არსებული ინფორმაციის  გააზრება.
მოსწავლეებთან ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გასაუმჯობესებლად გამოვიყენე კონკრეტული აქტივობები და სავარჯიშოები .
კვლევის პროცესში მონაცემთა შეგროვების ეს მეთოდი გამოვიყენე იმისთვის რომ გამოკვეთილიყო ტექსტის გაგება -გააზრებისას არსებული პრობლემები, რათა შემდეგ უფრო ადვილი ყოფილიყო ამ პრობლემების გამომწვევი გზების ძიება. მიზანშეწონილად მიმაჩნია მოსწავლეებს გავაცნო და გაკვეთილზე  გამოვიყენო  ახალი ტიპის სავარჯიშოები, რომლებსაც ადრე არ ვიყენებდი, სავარაუდოდ ეს სავარჯიშოები  ჩემს მოსწავლეებს დაეხმარება ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებაში.

შესაძლო ინტერვენციები
იმისთვის რომ მოსწავლემ კარგად შეძლოს ტექსტის გაგება-გააზრება, საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ შესაბამისი აქტივობები შეასრულოს. ამ აქტივობებმა ხელი უნდა შეუწყოს  ყოველი მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას. ყოველი აქტივობა თითოეული მოსწავლისთვის უნდა იყოს დაძლევადი, არც ძალიან მარტივი, არც ძალიან რთული. მასწავლებელმა მოსწავლის შესაძლებლობების მიხედვით უნდა შეიმუშაოს ინდივიდუალური პროგრამა, რათა მოსწავლემ ეტაპობრივად  შეძლოს სირთულეების დაძლევა.      ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ასევე კვლევის პროცესში არსებული სირთულეების წარმოჩენის მიხედვით, შევიმუშავე შესაძლო ინტერვენციები, რომელიც საშუალებას მომცემს ,მოსწავლეებს დავეხმარო ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებაში.
მოსწავლეს განუვითარო:
·                  ტექსტში მოცემული ინფორმაციის თვალსაჩინოდ ორგანიზების უნარი.
·                  ვარაუდების გამოთქმის სტრატეგია.
·                  ტექსტის შინაარსზე ფოკუსირება.
·                  არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
·                  მოსაზრების ჩამოყალიბების უნარი.
·                  შემოქმედებითი უნარი.
·                  დამოუკიდებელი აზროვნების, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის უნარი.
·                  ინფორმაციის გაგება-გააზრებისა და ანალიზის უნარი.
·                  ანალიტიკური აზროვნების უნარი.



განხორციელებული ინტერვენციები
ტექსტის გაგება-გააზრების გასაუმჯობესებლად, მიმართული სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებიდან მოსწავლეებთან გამოვიყენე რამდენიმე მათგანი.
გადაწყდა, რომ მოსწავლეებს სამი თვის განმავლობაში უნდა ემუშავათ აღნიშნულ სავარჯიშოებზე, ხოლო მაისის დასაწყისში,  კი უნდა ჩამეტარებინა ხელახალი დიაგნოსტიკური კვლევა, რომელიც საშუალებას მომცემდა დამედგინა რამდენად გაამართლა ჩემს მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა.
ქვემოთ გთავაზობთ კონკრეტული სავარჯიშოების ჩამონათვალს, რომელიც მოსწავლეებთან შეთანხმებით ამოვირჩიე.
          
ტექსტში მოცემული ინფორმაციის თვალსაჩინოდ ორგანიზების უნარი

ამ უნარის გასაუმჯობესებლად გამოვიყენე „კლასტერული რუკა“ იგი არის სქემა, რომელიც გვეხმარება ინფორმაციის თვალსაჩინოდ ორგანიზებაში, შესაბამისად მისი შექმნა ხელს უწყობს ინფორმაციის უკეთ გააზრებასა და დამახსოვრებას.  მოცემულ სტრატეგიას ვიყენებდი, როგორც წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, აგრეთვე, ცოდნის განმტკიცების თვალსაზრისითაც.  ეს მეთოდი განსაკუთრებით დამეხმარა საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების კუთხით. მაგალითად მოსწავლეებმა ტექსტის“ კოდალა „ წაკითხვამდე წყვილებში შეავსეს სამუშაო ბარათებზე გამზადებული მახასიათებლების ცხრილი. ტექსტის წაკითხვის შემდეგ კვლავ დაუბრუნდნენ მახასიათებლების ცხრილ გაანალიზეს მოცემული ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ზოგი რამ იყო ზედმეტი და ჩაანაცვლეს ახალი ინფორმაციით.

გარეგნობა
კვება
.....
....
......









მსგავს აქტივობას, როგორიცაა კლასტერული, რუკა, გონებრივი იერიში ხშირად ვიყენებდი საინფორმაციო ტექსტების დამუშავებისას.

 
















არგუმენტების უნარის განვითრება
მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პერსონაჟის რუკის შექმნა.
წინასწარ ავირჩიე  ნაწარმოების  პერსონაჟი ,რომელსაც ტექსტში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე შესავსები სქემა, მოსწავლეებმა  დაიწყეს სქემის შევსება, თან ტექსტში ეძებდნენ და აკვირდებოდნენ პერსონაჟის დამახასიათებელ ადგილებს. სქემის შევსების შემდეგ მოსწავლეებმა  წარმოადგინეს თავიანთი  ნამუშევრები , ერთად განვიხილეთ სქემები და ვიმუშავეთ მათ დაზუსტება -დახვეწაზე, ტექსტის მოშველიებით და მსჯელობით. დაზუსტებული  სქემა დავხაზეთ დაფაზე და შემდეგ მოსწავლეებმა გადაიტანეს თავიანთ  რვეულებში.

    პერსონაჟის რუკა

გურამ დოჩანაშვილის ,,ყველაზე კარგი პაპის ახსნისას გამოვიყენე პერსონაჟის რუკა. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა პერსონაჟად აირჩიეს პაპა. შემდეგ გამოყვეს მისი სამი თვისება, შემდეგ ტექსტში მოიძიეს ამ თვისების შესაბამისი ინფორმაციები. ამ გაკვეთილში არგუმენტების მოშველიების გზით მოსწავლეებმა შეძლეს მთავარი პერსონაჟის , მისი თვისებების და ამ თვისებების  შესაფერისი ადგილების მიგნება ტექსტში.

ინფორმაციის  გამოყოფის დახარისხების და ანალიზის უნარის განვითარება
„ხუთი კითხვის“ (ვინ? სად ? რა? როდის? რატომ?)  გამოყენების  დროს მოსწავლეებს შევავსებინე  ხუთ სვეტიანი ცხრილი და თითოეულ სვეტში მოსწავლეებს ჩავაწერინე დასმული კითხვის შესაბამისი ინფორმაცია. ტექსტის დამუშავების შემდეგ შევავსეთ  ცხრილი
ხუთი კითხვის მეთოდი გამოვიყენე გ. ტოგონიძის  ,,ხის მაცქერალი კაცი“-ს ამბავის ახსნისას. მოსწავლეებმა ინფორმაციის გამოყოფის ,დახარისხების და ანალიზის საფუძველზე თითოეულ კითხვას გასცეს პასუხი.


ვინ? რა?
სად?
რას შვრება? რა ქნა?
როდის?
რატომ?


ხის მაცქერალი კაცი

სკოლის წინ აყვავებულ ხესთან
ხესთან იდგა და ფიქრობდა
ძალიან ხშირად
ხე თავის ბავშვობას აგონებდა.



კომუნიკაციის შეჯამების დასკვნების გაკეთების ანალიტიკური აზროვნების უნარი
„ დაფიქრდი- დაწყვილდი ,გაუზიარე არის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი და გაუზიაროს ის სხვებს, ეს სტრატეგია მოსწავლის გამოწვევისა და ამავდროულად, გაგება-გააზრების შემოწმების ეფექტური საშუალებაა.
მსვლელობა
„დაფიქრდი“:
დავსვი შეკითხვა  ,რომელიც შესასწავლ საკითხს უკავშირდება და მივეცი დრო ფიქრისთვის, მოსწავლეებმა ინდივიდუალურად ჩამოწერეს საკუთარი მოსაზრებები.
„დაწყვილდი“
დავაწყვილე  მოსწავლეები, რათა ერთმანეთისთვის  გაეზიარებინათ  საკუთარი შეხედულებები და შეჯერებული მოსაზრება წარედგინათ კლასისთვის. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისინი წყვილებში იხილავდნენ თავიანთ პასუხებს.
„გაუზიარე“
მას შემდეგ რაც წყვილებმა შეაჯერეს მოსაზრებები ჩემი თხოვნით მათ თავიანთი აზრი კლასს გააცნეს.

შეკითხვა
მე რა ვიფიქრე
მეწყვილემ რა იფიქრა
რა გაუზიაროთ კლასს


ინტერვენციის შეფასება
 ზემოთ აღწერილ აქტივობებს რეგულარულად ვიყენებდი ორი თვის მანძილზე. რის შემდეგაც გადავწყვიტე შედეგების მონიტორინგი

ჩემი შეფასების მიზანი იყო გამეგო:
·         მოეწონათ თუ არა მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ მიწოდებული სავარჯიშოები და რამდენად დაკმაყოფილდა მათი ინტერესები?
·         გაწეულმა ინტერვენციებმა გამოიღო თუ არა შედეგი?
·         რამდენად დაეხმარა ჩემს მიერ შერჩეული აქტივობები მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრების უნარების გამომუშავებაში?
·         შევძელი,  თუ არა  მხატვრული და ინფორმაციული ტექსტების გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესება?
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჩავატარე ინტერვიუ მეოთხე კლასელებთან, რადგანაც ისინი მონაწილეობდნენ ცვლილებების დაგეგმვაში და განხორციელებაში. მოსწავლეები ხალისით პასუხობდნენ შეკითხვებს. მათ აღნიშნეს , რომ  ჩემს მიერ მიწოდებულმა აქტივობებმა მათი ინტერესები სრულად დააკმაყოფილა, შეძლეს განესაზღვრათ კონკრეტულად, რომელი უნარების გამოყენებით გაუმჯობესდა მათი შედეგები.
წინასწარ განსაზღვრული ვადის დასრულების შემდეგ კერძოდ მაისის დასაწყისში ჩავატარე განმეორებითი ტესტირება, რათა გამეგო რამდენად გაუმჯობესდა მოსწავლეების ცოდნა და უნარები მოცემულ პერიოდში. ისევ შევიმუშავე მხატვრული და ინფორმაციული ტექსტების ტესტები, თავისი შეკითხვებით და განმეორებით ვაწარმოე  კვლევა აღნიშნული ტესტებით.
ტესტირების შედეგების ანალიზმა მიჩვენა  რომ მიღებული პასუხები დამაკმაყოფილებელი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის ყველა მოსწავლის შედეგი გაუმჯობესდა წინა კვლევასთან შედარებით.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ინტერვენციის შედეგად ჩატარებული ტესტირების შედეგების სტატისტიკას.





შეგროვილი ინფორმაციის შეჯერებისა და პროცენტულ მაჩვენებლებში გადაყვანის შემდეგ მივიღე შემდეგი სურათი:
წარმატებული- 2 მოსწავლე-33%
კარგი -3   მოსწავლე-  50%
დამაკმაყოფილებელი- 1 მოსწავლე-  17%

















შეგროვილი ინფორმაციის შეჯერებისა და პროცენტულ მაჩვენებლებში გადაყვანის შემდეგ მივიღე შემდეგი სურათი:
წარმატებული- 2 მოსწავლე-34%
კარგი -2 მოსწავლე-  33%
დამაკმაყოფილებელი-2 მოსწავლე-  33%





შეგროვილი ინფორმაციის შეჯერებისა და პროცენტულ მაჩვენებლებში გადაყვანის შემდეგ მივიღე შემდეგი სურათი:
წარმატებული- 4 მოსწავლე- 67%
კარგი -1 მოსწავლე-  16%
დამაკმაყოფილებელი-1  მოსწავლე-  17%




დასკვნა
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას , რომ ჩატარებულმა კვლევებმა დამანახა ჩემს მოსწავლეებში  ტექსტის გაგება-გააზრებისას არსებული  პრობლემის ხარისხი. მიღებული შედეგები პრობლემის დაძლევის გზების ძიების საფუძველი გახდა. ინტერვენციების შემუშავებას საფუძვლად დაედო საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა. აგრეთვე კოლეგებთან კომუნიკაცია და თემის შესაბამისი ლიტერატურის შესწავლა. შემუშავებული ინტერვენციების ეფექტურობის შეფასების მიზნით განვახორციელე მონიტორინგი.
მიღებული შედეგების და ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ ტექსტის გაგება-გააზრებისას არსებული პრობლემები გამოწვეულია კითხვის სტრატეგიების ნაკლებად ცოდნით მოსწავლეებს
ერთფეროვანი  და მოსაბეზრებელი აქტივობები უნდა შევუცვალო სიახლის შემცველი აქტივობებით, რათა მოსწავლეები გახალისდნენ, უფრო მეტად დაინტერესდნენ აქტივობების შესრულებისას, აიწიოს მოტივაციის დონემ, მოცემული დასკვნების გაკეთების საფუძველს იძლევა მონიტორინგის ეტაპზე მიღებული შედეგები.
კვლევის შედეგები მე, როგორც პედაგოგს დამეხმარა სასწავლო პროცესის ახალი სტრატეგიების სწორად დაგეგმვაში. მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესით არიან ჩართული აქტივობების შესრულების პროცესში  რაც ხელს  უწყობს ტექსტის გაგება-გაუმჯობესებას და რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ჩემი მოსწავლეების სასწავლო წარმატებები. ჩემს მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შევიმუშავე რეკომენდაციები.


რეკომენდაციები
აუცილებელია ტექსტის გაგება-გააზრების უნარებზე, მიმართულ კონკრეტულ აქტივობების  და სავარჯიშოების  გამოყენება. კვლევის უპირველესი მიზანი იყო გამოკვეთილიყო პრობლემა  და მეორე ემსჯელათ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე და დაესახათ გზები მათ გამოსასწორებლად. გამოიკვეთა მიზეზი, რომ მასწავლებლები, არც თუ ისე ხშირად  სთავაზობდნენ მათ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომ მასწავლებლის დახმარება არასაკმარისი იყო. აუცილებელია მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს ახალი ტიპის სავარჯიშოები, ისეთები რომელსაც ადრე არ ვიყენებდით და რომელიც სავარაუდოდ მათ დაეხმარებათ  ტექსტის უკეთ გაგება-გააზრების გაუმჯობესებაში. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ რომ აუცილებელია მოსწავლეებთან ტექსტის-გაგება გააზრების  უნარებზე მიმართული კონკრეტული აქტივობების  და სავარჯიშოების გამოყენება.
აუცილებელია ტესტების ანალიზი, რათა მასწავლებელმა ტესტის ანალიზის საფუძველზე შეძლოს გაარკვიოს  დაეხმარა, თუ არა მოცემული აქტივობები  ტექსტის გაგება-გააზრების  უნარების  გაუმჯობესებაში. მოსწავლეთა მზაობის  შეფასების და პროგრესის მონიტორინგი დავიწყე მეორე სემესტრის დასაწყისში. ინტერვენციის შესაფასებლად განმეორებითი ტესტირება ჩავატარე მაისის ბოლოს.
საჭიროა მასწავლებელთან თანამშრომლობა, როგორც საკუთარ ასევე მათი პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
კვლევებმა აჩვენა , რომ არა მასწავლებელთა ჩართულობა , მათ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები, ტესტირებას შეიძლება ის შედეგები არ ეჩვენებინა, რაც მათი დახმარებით ჩემს მიერ შედგენილმა ტესტებმა გამოავლინა.



რეფლექსია

ჩემ მიერ სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში ჩატარებული  კვლევა  IV კლასში ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესება“, შეირჩა იმის გამო რომ, ჩემი მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უჭირდა მხატვრული, თუ ინფორმაციული ტექსტის გაგება-გააზრება, რაც უარყოფითად აისახება მათ სასწავლო მიღწევებზე.
განისაზღვრა კვლევის დრო: 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრი
სამიზნე ჯგუფი: მეოთხე კლასის 6 მოსწავლე.
კვლევის შედეგებით  პირველ  რიგში სარგებელი მიიღებს, მოსწავლეებმა, რადგან დაგეგმილი  და განხორციელებული ინტერვენციების მონიტორინგმა დამანახა, რომ მათ შეძლეს სტანდარტით განსაზღვრულ ტექსტების გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ჩემი მოსწავლეების სასწავლო წარმატებები.
ჩატარებული  კვლევა, მე როგორც პედაგოგს, დამეხმარა სტანდარტით განსაზღვრულ სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვისას სტრატეგიების, ახალი საინტერესო  და სააზროვნო აქტივობების სწორად შერჩევაში. შევძელი გაკვეთილის სწორად დაგეგმვა, სწორედ ამ ეფექტური სტრატეგიების დახმარებით.
კვლევისთვის განისაზღვრა ორი სახის მეთოდი: რაოდენობრივი და თვისებრივი. პასუხი გაეცა მთავარ კითხვებს: პირველი,  რამდენადაა გამოკვეთილი ჩემს მოსწავლეებში სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება-გააზრებისას არსებული პრობლემები და რა არის ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები?  და მეორე, რომელი სტრატეგიები ახდენენ დადებით გავლენას სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესებაზე.
გამოიკვეთა პრობლემები: სტანდარტით გათვალისწინებულ ტექსტის გაგება-გააზრების უნარები მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული, არსებული პრობლემის მიზეზი  არასწორად დაგეგმილი აქტივობების და სავარჯიშოების  გამოყენებაა.
სწორად დაგეგმილმა სტრატეგიებმა,  მიგნებულად გამოყენებულმა ახალი ტიპის სავარჯიშოებმა და აქტივობებმა დამეხმარა არსებული პრობლემის გადაჭრაში. განხორციელებულმა ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო და ტექსტის გაგება-გააზრების უნარი გააუმჯობესა.
კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულები დაწყებითი კლასის კათედრის პედაგოგები. საკვლევი თემის  პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით ჩატარებულ დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით გამოტანილი დასკვნები კათედრის სხდომაზე გავაცანი  კოლეგებს. მათ დიდი ინტერესი გამოხატეს საკვლევი თემის მიმართ  და აქტიურად ჩაერთნენ   კვლევის მიმდინარეობის პროცესში. მათ დეტალურად გავაცანი კვლევის მეთოდები. დაკვირვების მიზნით ჩემ მიერ შემუშავებული შეფასების  კრიტერიუმები, დაკვირვების შედეგად გამოტანილი დასკვნები. რომელთა საფუძველზე მოხდა პრობლემის ანალიზი. პედაგოგებმა საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე გამოთქვეს აზრი პრობლემის დაძლევის  გზების შესახებ. ერთობლივად შევიმუშავეთ  ინტერვენციები. პედაგოგებმა სურვილი გამოთქვეს მონიტორინგის ეტაპზე  თავადაც მიეღოთ მონაწილეობა მოსწავლეზე დაკვირვების პროცესში, რათა შეეფასებინათ  განხორციელებული ინტერვენციების ეფექტურობა. ამ მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა ერთობლივი გაკვეთილები. საბოლოოდ  მიღებული მონაცემები კვლავ განვიხილეთ კათედრის სხდომაზე, სადაც ვისაუბრე რა ცვლილებები განხორციელდა ინტერვენციების შედეგად და როგორი იყო საბოლოო შედეგები. შედეგები გავუზიარე სკოლის თითქმის ყველა მასწავლებელს. პედაგოგებმა ყურადღებით მოისმინეს ჩემ მიერ წარდგენილი კვლევის ანგარიში და გააკეთეს კონსტრუქციული უკუკავშირი.
უმრავლესობის აზრით საკითხი აქტუალურია, რადგან სტანდარტით გათვალისწინებული ტექსტების გაგება-გააზრება, არა მარტო დაწყებითი კლასების პრობლემაა, არამედ ეს პრობლემა მაღალ კლასებშიც პრობლემად რჩება და განაპირობებს წარუმატებლობას სასწავლო პროცესში. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გადადგმული პატარა ნაბიჯიც კი.
კოლეგებმა აღნიშნეს, რის შედეგები მათაც დაეხმარებათ არსებული პრობლემის საკუთარი მოსწავლეების მიმართ  იდენტიფიცირებაში და მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ მსგავსი პრობლემის  გადაჭრის  დროს.

კოლეგების აზრით:
·         კვლევა ეფუძნებოდა პრაქტიკაში არსებული პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის ეფექტური გზების ძიებას.
·         სწორადაა შერჩეული მეთოდები და პრობლემის გადაჭრის გზები.
·         წარმოდგენილი დიაგრამები და სქემები აადვილებს პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების აღქმას.
კვლევაში წამოჭრილი პრობლემა აქტუალურია. მსგავსი პრობლემები არსებობს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებში, როგორც დაწყებით ასევე საბაზო საფეხურებზეც“, შედეგად კი აფერხებს სასწავლო პროცესის ეფექტურობას და აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.
კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან დაეხმარება მათ ტექსტის გაგება-გააზრებაში, არსებული პრობლემის გამოვლენაში. შერჩეული სტრატეგიები დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით აქტივობების სწორად დაგეგმვასა და ეფექტურად განხორციელებაში.

კვლევის შემდეგ ვფიქრობ მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩემი პროფესიული პრაქტიკა. მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ პირველ კლასელებთან ურთიერთობაში. კვლავ განვაგრძობ არსებული პრობლემის ძიებას, მუდმივად მოვიძიებ ახალი გამოწვევების გადაჭრის გზებს, რათა ჩემი მოსწავლეები არ აღმოჩნდნენ მსგავსი პრობლემის წინაშე.


ბიბლიოგრაფია


ეროვნული სასწავლო გეგმა. ქარტული დაწყებითი IV კლასი.
სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „ კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე „ საქართველოს დაწყებიტი განათლების პროექტი G-PRIED -2015
გამოცდების ეროვნული ცენტრი- წიგნიერება PIRLS 2006 საქართველოში, ია კუტალაძე 2008
გავეცანი დაწყებითი კლასის მასწავლებლის ეკა არუსიას კვლევას თემაზე: უმცროსინ  სასკოლო ასაკის მოსწავლის ყურადღების მიმართულებით არსებული პრობლემა
 დაწყებითი კლასის მასწავლებლის ნინო ვაშალომიძის კვლევას თემაზე „ გააზრებული კითხვის სწავლების გაუმჯობესება დაწყებით კლასებში“

Комментариев нет:

Отправить комментарий